ტრენინგი:
„ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასაწავლო პროცეში“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.რუსთავი
#4 საჯარო სკოლა
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამსად
ამოცანები :
-
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
-
გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
-
სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
-
თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიერეზიუმე : აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა სამ მოდულს
პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა ხათუნა ნანობაშვილმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები. ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით, გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
No comments:
Post a Comment